შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბანძელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტულუნი, ირკუტსკის ოლქი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1963 წელს. 1942–1947ццю სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრებია: გ. ტაბიძის(1951), დ. ჭიჭინაძის(1952) და ნ. ჩიქოვანის(1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი"(16 ფურცელი), რ. კიპლინგის "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვ. კედლის მხატვრობის ნიმუშებიდან აღსანიშნავია: "ჩვენი სოფელი"(უნივერსამი, თბილისი, 1976), "არგონავტები"(გულრიფში, 1977), "საქართველოს სამოთხე"(საქართველოს საპატრიარქო, თბილისი 1978-1979), 1979–1988წწ. ალექსანდრე ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.350 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |