The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ფალიაშვილი

Date of birth:25 January, 1895
Date of death:10 June, 1976  (at 81 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1922 წელს.

სხვადასხვა დროს ასწავლიდა თეორიულ საგნებს თელავის, ქუთაისის და თბილისის სამუსიკო სასწავლებლებში; 1933–1953წწ. იყო სასწავლო ნაწილის გამგედ და ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1933–1975წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1938–1941წწ. მუსიკალური თეორიის კათედრის გამგე; ავტორია: ოპერებისა – "დედა და შვილი", "ვეფხისტყაოსანი"(1922, 1925, ორივე საკონცერტო შესრულებით), "იავნანა"(1933, 1963 წელს დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში); კანტატა(1938), საორკესტრო და საფორტეპიანო ნაწარმოებები, გუნდები, რომანსები; ავტორია რამდენიმე წიგნის(ჰარმონიის სახელმძღვანელო მუსიკალური სასწავლებლებისა და კონსერვატორიის სტუდენტებისათვის); მუსიკათმცოდნე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 215; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 175

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: