Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ფალიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1922 წელს. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თეორიულ საგნებს თელავის, ქუთაისის და თბილისის სამუსიკო სასწავლებლებში; 1933–1953წწ. იყო სასწავლო ნაწილის გამგედ და ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1933–1975წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1938–1941წწ. მუსიკალური თეორიის კათედრის გამგე; ავტორია: ოპერებისა – "დედა და შვილი", "ვეფხისტყაოსანი"(1922, 1925, ორივე საკონცერტო შესრულებით), "იავნანა"(1933, 1963 წელს დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში); კანტატა(1938), საორკესტრო და საფორტეპიანო ნაწარმოებები, გუნდები, რომანსები; ავტორია რამდენიმე წიგნის(ჰარმონიის სახელმძღვანელო მუსიკალური სასწავლებლებისა და კონსერვატორიის სტუდენტებისათვის); მუსიკათმცოდნე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 215; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 175 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |