შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ბალიაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახიელი,(არხოტის თემი), დუშეთის რაიონი. 1934–1939წწ. სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1936–1941წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1939–1942წწ. ჟურნალებში "ჩვენი თაობა" და "მნათობი" აქვეყნებდა მოთხრობებს. იგი დაკავშირებული იყო იატაკქვეშა მოძრაობასთან, რომელიც ცნობილია "1942 წლის შეთქმულების" სახელით. 1943 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს. 1949 წელს გადაასახლეს ქალაქ ყარაღანდაში. დაიღუპა ტრაგიკულად–დაიხრჩო ჭაობში. მისი ნეშტი საქართველოში ფარულად გადმოასვენეს და დაკრძალეს სოფელ შუაფხოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.345 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |