The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ბანძელაძე

გელა ბანძელაძე
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1985  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1948–1956წწ. იყო მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მეცნიერ–მუშაკი, 1951–1952წწ. გაზეთ "კომუნისტის" პროპაგანდის განყოფილების გამგე, 1956–1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი, 1961–1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1964–1969წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის, ესთეტიკის და ათეიზმის კათედრის გამგე, 1969–1972წწ. იყო თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1972–1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის კათედრის გამგე. მუშაობდა ეთიკის, ესთეტიკის, ათეიზმის, სოციოლოგიის და ლოგიკის პრობლემებზე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1965).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.350

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: