შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, მიუნხენის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც შეისწავლა პორტრეტული მინიატურის ხელოვნება. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. 1908 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1917–1933წწ. ცხოვრობდა პეტერბურგში. 1933 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტული მინიატურის განვითარებაში. მანვე გადმოიღო ძველი ქართული მინიატურების პირები. არის ნაქარგი პორტრეტების და ფერწერული ტილოების ავტორი. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის(მინიატიურები, 1910–1911, სპილოს ძვალი, აკვარელი, გუაში–საქართველოს ლიტერატურის მუზეუმი), ა. პუშკინის(ნაქარგი, 1937 წელი, კერძო საკუთრება) პორტრეტები და სხვ. მხატვარ–მინიატურისტი, მხატვრული ხელსაქმის ოსტატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351; el.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |