შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გოზალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს და ორდინატურა 1980 წელს. 1980-2004წწ. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას: 1980-1982წწ. იყო ლაგოდეხის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების გამგე; 1982-1991წწ. ლაგოდეხის რაიონის მთვარი ექიმის მოადგილე; 1991-1995წწ. მთავარი ექიმი; 1995-1998წწ. ჯანმრთელობის დაცვის კახეთის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998 წლიდან ლაგოდეხის რაიონის გამგებელი; 2001-2004წწ. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კახეთის დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2007წწ. შპს ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. დირექტორის მოადგილე; 2008-2010წწ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გამგებელი; 2010-2012წწ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 94; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |