შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ფარცხალაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1957 წელს. 1953–1957წწ. მუშაობდა მოსკოვის საგუნდო სასწავლებელში, სადაც საკომპოზიციო კლასს ხელმძღვანელობდა; 1957 წლიდან იყო გამომცემლობა "მუსიკა" რედაქციის გამგე(მოსკოვი); დაწერილი აქვს: სიმფონიური პოემა "ნესტანი"(1955, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის მიხედვით"), საფორტეპიანო კონცერტი(1953), სიმებიანი კვარტეტი(1951), საფორტეპიანო და სავიოლინო სონატები, საფორტეპიანო პიესები(1953, 1954 ორი კრებული), საფორტეპიანო ტოკატა – "ფანდურული", დიდი რაოდენობა რომანსები, სიმღერები, საბავშვო სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა და სპექტაკლებისათვის, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში საესტრადო მუსიკას. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 179; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |