შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე პევზნერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ქ. ბაქოს კონსერვატორია 1953 წელს. 1955 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში; საქართველოს საესტრადო ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და ხელმძღვანელი; 1948-1949წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის აკომპანიატორი; 1954-1958წწ. საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის კონსულტანტი; 1955-1973, 1980-1987წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რერო" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1974-1980წწ. რუსეთის ფედერაციის საესტრადო ორკესტრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ძირითდად მუშაობდა საესტრადო ჟანრში, შექმნილი აქვს: პიესები საესტრადო ორკესტრისათვის, სიმღერები (მათ შორის "რერო"); ასევე: სამი ოპერეტა – "მნიშვნელოვანი პერსონა" (1949, დაიდგა ბაქოში), "მეშვიდე ცა" (1962, დაიდგა მისკოვში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში, კემეროვოში), "მუდამ საყვარელ ადამიანთან" (1954, დაიდგა ოდესაში, კიშინიოვში, კრასნოდარში); "სიმფონიური სურათები" (1955, ექვს ნაწილად), მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 389 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |