The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ფოცხვერაშვილი

კოტე ფოცხვერაშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ფოცხვერაშვილი
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 1959  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში; დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1901 წელს რუსეთში ჩამოაყალიბა ქართული გუნდი, რომელიც პროპაგანდას უწევდა ქართულ ხალხურ მუსიკას; 1918–1925წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილე; 1921–1935წწ. საქართველოს სახელმწიფო აკადემიური გუნდის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი(რომელსაც ხელმძღვანელობდა 14 წლის განმავლობაში); 1921 წელს ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი; დაწერილი აქვს: ოპერები – "მანანა", არმაზი; სიმფონიური პოემები – "კერპთა დამხობა", "ამირანი"; საგუნდო სიმღერები – "ძლევის სიმღერა", "ლაშქრული", "აჭარული მაყრული", "ნანინა"; აღსანიშნავია მის მიერ დამუშავებული სიმღერები "ლალე", "ინდი–მინდი"; მინაწილეობდა მ. ბალანჩივაძის ოპერა "დარეჯან ცბიერის" ლიბრეტოს შექმნაში; 1923 წელს გამოსცა კრებული "რევოლუციური სიმღერები"; არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის - დიდება - ავტორი,  მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება. დირიჟორი, ლოტბარი, მუსიკათმცოდნე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 387; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 185; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: