Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე ფოცხვერაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში; დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1901 წელს რუსეთში ჩამოაყალიბა ქართული გუნდი, რომელიც პროპაგანდას უწევდა ქართულ ხალხურ მუსიკას; 1918–1925წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილე; 1921–1935წწ. საქართველოს სახელმწიფო აკადემიური გუნდის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი(რომელსაც ხელმძღვანელობდა 14 წლის განმავლობაში); 1921 წელს ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი; დაწერილი აქვს: ოპერები – "მანანა", არმაზი; სიმფონიური პოემები – "კერპთა დამხობა", "ამირანი"; საგუნდო სიმღერები – "ძლევის სიმღერა", "ლაშქრული", "აჭარული მაყრული", "ნანინა"; აღსანიშნავია მის მიერ დამუშავებული სიმღერები "ლალე", "ინდი–მინდი"; მინაწილეობდა მ. ბალანჩივაძის ოპერა "დარეჯან ცბიერის" ლიბრეტოს შექმნაში; 1923 წელს გამოსცა კრებული "რევოლუციური სიმღერები"; არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის - დიდება - ავტორი, მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება. დირიჟორი, ლოტბარი, მუსიკათმცოდნე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 387; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 185; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.107 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |