Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბარათაშვილი![]()
Biographyზურაბ ბარათაშვილი იყო XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანოს) სარდალი (იხსენიება 1634,1637 წლების საბუთებში). სარდლობა უნდა მიეღო სიმონ II-ის მეფობის ბოლო ხანებში, ქაიხოსრო ბარათაშვილის შემდეგ. ერთგულობდა როსტომ მეფეს. ზურაბი იყო ბარათაშვილთა ერთი შტოს–ზურაბიშვილთა გვარის ფუძემდებელი. ყმა-მამული სასახლითა და ეკლესია-მონასტრით ჰქონდა კაზრეთში, რომელიც შემდეგ ზურაბიშვილთა სამფლობელოს, საზურაბიშვილოს რეზიდენცია გახდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |