The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

თომა ავთანდილის ძე ბარათაშვილი იყო XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

1724 წელს თავის ძმასთან, ცნობილ პოეტთან მამუკა ბარათაშვილთან ერთად რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI–ს გაჰყვა ამალაში. 1740-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის დიპლომატ-კურიერი იყო. ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობიდან ცნობილია რამდენიმე ლექსი, რომლებშიც უცხოეთში გადახვეწილი ადამიანის სევდაა გამოხატული.  დავით გურამიშვილი ბარათაშვილს დასესხებია ერთ სასიმღერო კილოს("ხმას") და ლექსიც მიუძღვნია მისთვის.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.45


გააზიარე: