შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა გოგორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1982-1990წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1981-1982წწ. ფიგურული სრიალის სპეცსკოლა, ლაბორანტი; 1987-1991წწ. სოფ. კიკეთის საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი; 1990-1993წწ. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1993-2009წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, კომისიის წამყვანი სპეციალისტი, აპარატის უფროსი; 2003-2004წწ. პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატები"-ს სამსახურის უფროსი. 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის"; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- "მეტი სარგებელი ხალხს", საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "ევროპული საქართველო", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2016-). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 93; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |