Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საჩინო ბარათაშვილი![]()
Biographyსაჩინო ბარათაშვილი იყო ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, მეფე სიმონ I–ის ერთგული მოხელე, 1565 წლიდან ბოქაულთუხუცესი, შემდგომ მეწინავე სადროშოს(სომხით-საბარათიანოს) სარდალი. სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ(1569) ბარათაშვილი არ ემორჩილებოდა დავით XI (დაუთ-ხანს), რისთვისაც, როგორც ჩანს, გადაუყენებიათ(დაახლოებით 1578 წელს, მეწინავე სადროშის სარდალი ყოფილა დავით XI-ის ბიძაშვილი ბაგრატ ბატონიშვილი). მან გელიყარის კლდიდან გადააგდო კახაბერ ყორღანაშვილი, რომლის ღალატითაც შეიპყრეს ყიზილბაშებმა სიმონ I. 1587 წლის საბუთში ბარათაშვილი ცოცხლად იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |