The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან ბარათაშვილი

სხვა სახელი:ტიხონ ბარათოვი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1821
გარდაცვ. თარიღი:25 აგვისტო, 1866  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა გიორგის ეკლესია, ქ. სოხუმი
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული ენები და ისტორიის ლიტერატურა. 1840 წელს დაუახლოვდა მარი ბროსეს. 1841 წელს პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ გაზეთ "კავკაზში" გამოაქვეყნა წერილები საქართველოს ისტორიაზე. 1865-1871წწ. პეტერბურგში დაიბეჭდა ხუთ წიგნად მისი "საქართველოს ისტორია", უძველესი დროიდან XII საუკუნემდე, სადაც საქართველოს წარსული განხილულია მსოფლიო ისტორიის ფონზე. ავტორი იზიარებდა თვალსაზრისს ისტორიის პროცესზე გეოგრაფიული გარემოს განმსაზღვრელი გავლენის შესახე, განიცდიდა ინგლისელი ისტორიკოსის ჰ. ბოკლის შეხედულებების გავლენას. დიდ ყურადღებას უთმობდა პოლიტიკური მოვლენების გადმოცემას, მაგრამ არც ქვეყნის  ისტორიის საშინაო საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.302

ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს ისტორია (ავტორი) // რვეული 2 : ქრისტიანობის მიღებიდან არაბების შემოსევამდი. - ქუთაისი, ქუთაისის ამხანაგობის გამ-მა, N 11, 1895. - 152გვ.
  • საქართველოს ისტორია (ავტორი) // რვეული 1 : საქართველოს ძველი ისტორია. - ქუთაისი, ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა, 1895. - 166გვ.

გააზიარე: