Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულხან ბარათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა ოფიცრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული ენები და ისტორიის ლიტერატურა. 1840 წელს დაუახლოვდა მარი ბროსეს. 1841 წელს პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ გაზეთ "კავკაზში" გამოაქვეყნა წერილები საქართველოს ისტორიაზე. 1865-1871წწ. პეტერბურგში დაიბეჭდა ხუთ წიგნად მისი "საქართველოს ისტორია", უძველესი დროიდან XII საუკუნემდე, სადაც საქართველოს წარსული განხილულია მსოფლიო ისტორიის ფონზე. ავტორი იზიარებდა თვალსაზრისს ისტორიის პროცესზე გეოგრაფიული გარემოს განმსაზღვრელი გავლენის შესახე, განიცდიდა ინგლისელი ისტორიკოსის ჰ. ბოკლის შეხედულებების გავლენას. დიდ ყურადღებას უთმობდა პოლიტიკური მოვლენების გადმოცემას, მაგრამ არც ქვეყნის ისტორიის საშინაო საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.302 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |