The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ბარათაშვილი

ილია ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2010  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.

1956–1957წწ. მუშაობდა "ავტომატმრეწვში" ინჟინრად; 1957–1980წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1980 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის მეტალურგიული პროცესების ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიას; 1985 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1987 წლიდან პროფესორი. 1990 წლიდან იყო მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1985 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრაზე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მეტალურგიული პროცესების თეორიულ საფუძვლებს. დაამუშავა და დანერგა ელექტროლიტური მანგანუმის დააზოტებისა და რაფინირების ტექნოლოგია. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.352

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 1990 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1984 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ფოლადის მეტალურგია : სახელმძღვ. ტექნ. სასწ. სტუდ-თვის და მაგისტრანტებისათვის (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2002. - 791გვ. . - ISBN: 99940-735-0-8

გააზიარე: