The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო გოგინაშვილი

სოსო გოგინაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ გოგინაშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1959
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 2022  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1982წწ. იყო 30-ე საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1983-1992წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან გაზეთ "ახალი თაობის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; ჟურნალ "სარკის" დამფუძნებელი (1997), გაზეთ "თბილისის სიახლენის" დამფუძნებელი (1998), "ჟურნალ "სპორტსიახლენის" დამფუძნებელი, გამომცემლობა "გუმბათის" და ასევე ჟურნალ "გუმბათის" დამფუძნებელი; დააფუძნა ვებგვერდები: akhalitaoba.gesarkenews.ge. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა გაზეთში. გამომცემელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნათესაობის სისტემა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 92; საინფორმაციო სააგენტო "ექსკლუზივ ნიუსი": exclusivenews.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: