The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი გიორგობიანი

ვალერი გიორგობიანი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1960
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 2011  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სპათაგორი, ცაგერის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი სპეციალობით რადიოკავშირი, რადიომაუწყებლობა და ტელეხედვა 1994 წელს.

1977-1978წწ. ალპანის სამკერვალო ფაბრიკა; 1981 წელს საქ. მე-4 სამშენებლო ტრესტი, რემონტიორი; 1981-1991წწ. თამაშობდა რკინიგზის დეპარტამენტთან არსებულ მერაგბეთა კლუბ "ლოკომიტივში"; 1984-1985წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის არასაუწყებო დაცვის განყოფილება, დაცვის წევრი; 1985-1986წწ. საქართველოს აგრარული მრეწველობის მექანიზაციის საწარმო, ხელოსანი; 1987-1990წწ. მცხეთის სანერგე მეურნეობა, რემონტიორი; 1990-1992წწ. ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ბახტრიონი", წარმოების უფროსის მოადგილე; 1991-1995წწ. კომერციული ფირმა "თაკვერი", პრეზიდენტი; 1999-2004წწ. ს/ს "ელპფა"-ს მენეჯერი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა, მაჟორიტარული, მაჟორიტარი №45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. ს/ს "ელპფა", მენეჯერი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 90; საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 125

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი", წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს სპორტსმენთა კავშირი, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: