The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე (ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი)

იოანე
ოფიციალური სახელი:გურამ გამრეკელი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.

მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე; 1983 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს; დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია 1988 წელს; 1987 წელს დიაკვნად აკურთხეს; 1988 წელს მღვდლად აკურთხეს და ანჩისხატის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა; 1989 წლის 8 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა; 1989-1993წწ. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორია; 1993 წლიდან საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი; 2008 წლის 11 სექტემბერს ბერად აღიკვეცა; ამავე წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს; 2010 წლიდან რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსია; 2011 წლიდან რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი; 2013 წლიდან რუსთველი მიტროპოლიტი, კათედრა და რეზიდენცია რუსთავში; 2019 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 90; საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდი: patriarchate.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდენტი (1995-)

გააზიარე: