შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია რობიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის II და VIII სამუსიკო სკოლებში, 1961 წლიდან VII სამუსიკო სკოლაში; ძირითადად მუშაობდა საბავშვო მუსიკის ჟანრში; შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1955); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "პასტორალური სიმღერა" ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1953), სონატინა ფორტეპიანოსათვის(1953), საფორტეპიანო მინიატურები საბავშვო ბაღში მოსასმენად(1970); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ვოკალიზი მაღალი ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1954), დუეტი სოპრანოსა და ბარიტონისათვის ფორტეპიანოს თანხლებით(1970, მ. თარხნიშვილის სიტყვებზე); საბავშვო სიმღერები – "მანანა და წიწილები", "მრეცხავი"(1964), "სკოლის ზარი", "ქალიშვილის სიმღერა(1966), "ჭრიჭი–ჭრიჭი", "საახალწლო"(1972), სამი საგუნდო სიმღერა(1973); ოპერა–ზღაპარი "პატარა ენძელას იუბილე"(1967, ლიბრეტო გ. ჭიჭინაძის. დაიდგა საშუალო სკოლის მოსწავლეთა ძალისხმევით); წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 188; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 318 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |