The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბაკურაძე

ოთარ ბაკურაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1926
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1986  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1970წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების გამგე, 1970–1978წწ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1978–1986წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1986 წელს თბილისის ვანო სარაჯისვილის სახელობის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე.  მოღვაწეობის ძირითადი სფეროები იყო დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ეთიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1968). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: