Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ყაფლან ბარათაშვილი–ორბელიშვილი![]()
Biographyყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი იყო ბარათაშვილთა ერთი შტოს, ორბელიშვილთა(გამოეყო 1536) წარმომადგენელი, ყაფლანიშვილთა გვარის ფუძემდებელი, "დიდი ყაფლანის" სახელით ცნობილი. ქართლის სამეფოს მდივანბეგი(იხსენიება 1634 წლიდან) და სახლთუხუცესი(იხსენიება 1646 წლიდან). 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბარათა ბარათაშვილმა თავისი სახლიკაცები ამოწყვიტა, ბარათაშვილ-ორბელიშვილი ირანში გაიქცა. მონაწილეობდა მარაბდის ბრძოლაში(1625) ირანელთა მხარეზე. ერთგულობდა სიმონ II-ს, როსტომსა და ვახტანგ V–ს რომელთაგან მრავალი ყმა-მამული მიიღო წყალობად. განაახლა ფიტარეთის მონასტერი, ააშენა და ყმებით დაასახლა 61 სოფელი, თავის მემკვიდრეებს დაუტოვა 80-მდე სოფელი. ჰყავდა ხუთი ვაჟი(პაპუნა, ასლანი, ვახტანგი, თამაზი, გიორგი), რომლებიც შემდეგ ქართლის სამეფოს დიდი მოხელეები გახდნენ, და ერთი ქალი როდამი(ვახტანგ V–ის პირველი ცოლი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |