The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ბაკურაძე

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1952 წელს.

1954 წლიდან მუშაობდა მხატვარ-რესტავროტარად, ამავე წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მოღვაწეობდა როგორც ფერმწერი(უმთავრესად მოზაიკის დარგში) და მოქანდაკე; გაამაგრა და აღადგინა გელათის (1957), მარტვილის (1958–1959), მანგლისის (1960), ვარძიის (1960–1961), ატენის სიონის (1960–1961), სამთავროს (1961), სამთავისის (1961), ბიჭვინთის (1963), ყინწვისის (1963-1965), ალავერდის (1965–1969) ტიმოთესუბნის (1969–1970), ალვანის იოანე ნათლისმცემლის(1975), ძველი შუამთის(1975), ზემო კრიხის(1977), ბეთანიის (1979-1980), ნიკორწმინდის (1991, მიწისძვრის შემდეგ), რუისპირის წმ. შიოს (1992–1993) და სხვა ეკლესიების კედლის მხატვრობა; 1986-1990წწ. მუშაობდა გელათის მოზაიკის აღდგენა-გამაგრბაზე. მან შექმნა შოთა რუსთაველის(მწერალთა კავშირი, 1959), დავით აღმაშენებლის (თბილისის სასულიერო აკადემია, 1986), გიორგი ჩუბინაშვილის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, 1987) პორტრეტები (მოზაიკა), გიორგი ჩუბინაშვილის ბიუსტი(თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო) და სხვ. შესრულებული აქვს ფრესკის პირები. 1979 წელს საერთაშორისო საატესტაციო კომისიამ ოთარ ბაკურაძეს მიანიჭა უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორის საპატიო წოდება. მხატვარ-რესტავრატორი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1979 - უმაღლესი კატეგორიის მხატვარ–რესტავრატორი
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: