შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1958 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1980-1995წწ. ხელმძღვანელობდა ჰიდროლოგიის განყოფილებას, სადაც ეკავა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია; 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი შრომები ძირითადად შეეხება კარსტის ჰიდროლოგიის აქტუალურ საკითხებს, მთის ჰიდროლოგიას, გარემოს დაცვის პრობლემებს. 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2003). მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1962), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო პრემია (1981), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). ეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კარსტული წყლების ფორმირება და რეჟიმი აფხაზეთ-სამეგრელოს კარსტულ რეგიონში", დაიცვა 1964 წელს (ბაქო); სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარსტის ჰიდროლოგიური კანონზომიერებანი", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 88; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 122; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |