The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გიგინეიშვილი

გივი გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 2007  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1958 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1980-1995წწ. ხელმძღვანელობდა ჰიდროლოგიის განყოფილებას, სადაც ეკავა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია; 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი შრომები ძირითადად შეეხება კარსტის ჰიდროლოგიის აქტუალურ საკითხებს, მთის ჰიდროლოგიას, გარემოს დაცვის პრობლემებს. 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2003). მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1962), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო პრემია (1981), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). ეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კარსტული წყლების ფორმირება და რეჟიმი აფხაზეთ-სამეგრელოს კარსტულ რეგიონში", დაიცვა 1964 წელს (ბაქო); სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარსტის ჰიდროლოგიური კანონზომიერებანი", დაიცვა 1979 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 88; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 122; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდენტი (1996-2007)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1988-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის , თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის", წევრი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1993 - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: