The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო სულხანიშვილი

ნიკო სულხანიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ სულხანიშვილი
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1919  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აწყური, ახმეტის რაიონი.

პირველადი მუსიკალური განმათლება თელავის სასულიერო სემინარიაში მიიღო 1878 წელს; 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; მოგვიანებით სიმღერა შეისწავლა ცნობილ პედაგოგთან(დ. უსატოვთან), 1902 წელს თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, ამავე დროს კერძო გაკვეთილებს იღებდა კომპოზიციაში.

1890–1900წწ. მუშაობდა თელავის სასულიერო სემინარიაში სიმღერის მასაწავლებლად(1900–1912წ. კვლავ თბილისშია),  იქვე შეადგინა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი; 1886 წლით თარიღდება პირველი საკომპოზიციო ცდები; ამ პერიოდში შექმნა ცნობილი სიმღერა "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად"; 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს; 1919 წელს ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას; მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები შექმნა; ზ. ფალიაშვილთან ერთად გზა გაუკაფა ქართული საბჭოთა საგუნდო ხელოვნების განვითარებას; 1892 წელს მუშაობდა ოპერაზე "პატარა კახი"(ა. წერეთლის მიხედვით, შემორჩენილია ორი ნაწყვეტი – მწყემსის არია "დაიგვიანეს" და პატარა კახის არია "ძლივს მარტო დავრჩი"); მისი ყველა გუნდი თანხლების გარეშე(ა კაპელა) სრულდება, ძირითადად ოთხხმიანი და შერეული; საუკეთესო გუნდებია: "გუთნური"(ი. ჭავჭავაძის ლექსზე "გუთნის დედა"), "სამშობლო ხევსურისა"(რ. ერისთავის ლექსზე), "მესტვირული"(ა. წერეთლის ლექსზე "ჩონგურს სიმები გავუბი"), "მაშ გამარჯვება"(ს. ფაშალიშვილის ლექსზე); აღსანიშნავია, რომ ქართულ მუსიკაში პირველმა მიმართა შ. რუსთაველის პოეზიას: საგუნდო "ღმერთო, ღმერთო"(ავთანდილის ლოცვის ტექსტზე), რომანსი "მო, ზუალო"; კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9. - თბ., 1985 . – გვ. 603




გააზიარე: