The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო ბარდაველიძე

ჯონდო ბარდაველიძე
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2007  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1955 წელს  და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა ფოლკლორისტიკის განხრით. 1955 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში. 1976–1978წწ. იყო სწავლული მდივანი; 1974–1984წწ. - დირექტორის მოადგილე; 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის განყოფილებას. იკვლევდა ფოლკლორის, პოეტიკის, ლექსთწყობის საკითხებს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), ფოლკლორისტი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ლექსის განვითარების ძირითადი ეტაპები", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.357; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.453

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ქართული ხალხური პოეზიის თორმეტ ტომეულის მომზადებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: