The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ თაქთაქიშვილი

ოთარ თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1989  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს.

1947–1952წწ. იყო საქართველოს საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, 1952–1956წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი; 1959 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(1966 წლიდან - პროფესორი), ხოლო 1962–1965წწ. რექტორი; 1965 წლიდან საქართველოს კულტურის მინისტრი; მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – "მინდია" (1961, დაიდგა – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ქუთაისი, მინსკი, ერევანი, ტარტუ, რიგა 1970–1974წწ., საარბრიუკენი 1974,) "სამი ნოველა" (1967, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატერი, სახელწოდებით "სამი სიცოცხლე" დაიდგა აგრეთვე მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ–დრამატულ თეატრში 1972, ჩეხოსლოვაკიის ქ. ბრატისლავაში 1974), "მთვარის მოტაცება" (1977, მოსკოვის დიდი თეატრი, 1978 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ერთმოქმედებიანი კომიკური ოპერა "მუსუსი"(1978, იმავე წელს დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში); ორი სიმფონია (1949, 1953), სიმფონიური პოემა "მწირი"(1956), ორი საფორტეპიანო კონცერტი (1951, 1973), სავიოლინო კონცერტი (1977), კონცერტი ჩელოსათვის(1978), ვოკალური ციკლები (1959, ვაჟა–შაველასა და გ. ტაბიძის ლექსებზე), ორატორია "ცოცხალი კერა" (1964, მეორე რედაქცია 1970), "რუსთაველის ნაკვალევზე"(1964), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1970), კანტატები – "გურული სიმღერები" (1972), "სატრფიალო სიმღერები" (1974), საგუნდო და საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის ("ოიდიპოს მეფე" – თბილისის რუსთაველისა სახელობის თეატრის დადგმა, "ზამთრის ზღაპარი" – მოსკოვის სამხატვრო თეატრის დადგმა); მას ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი (1945), რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაწერა; კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 4. - თბ., 1979 . – გვ. 591

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუნესკოსთან არსებული საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • საბჭოთა კავშირის IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1951-1989)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1957-19??)
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1963-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1982 - ლენინური პრემია
  • 1974 - სსრკ სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: