The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ თევდორაძე

ოთარ თევდორაძე
Date of birth:1 May, 1923
Date of death:21 August, 1983  (at 60 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს.

1949 წლიდან განაგებდა სოხუმის დრამატული თეატრის მუსიკალურ ნაწილს, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში; 1957–1961წწ. იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1963 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური, კამერული და საესტრადო მუსიკის განყოფილების მთავარი კონსულტანტი; 1974 წლიდან საქართველოს მუსიკალური ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი; მთავარი ნაწარმოებებია: ოპერები – "ლეგენდა თბილისზე"(დაიდგა 1958), "სინათლე და ჩრდილი"(1970); სამი სიმფონია(1964, 1965, 1969); სიმფონიური პოემა "რუსთავი"(1948), "ქართული სიუიტა"(1958), "საზეიმო უვერტიურა" სიმფონიური ორკესტრისათვის(1961, მეოე რედაქცია 1972), საფორტეპიანო კონცერტები(1951, 1956); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1967), ტოკატა ფორტეპიანოსათვის(1968), საბავშვო საფორტეპიანო პიესები(1969), კაპრისი ფორტეპიანოსათვის(1974), ადაჟიო ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1977), საბავშვო საფორტეპიანო პიესები(1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრებისათვის – ოპერეტა "შვეიკი მიდის ომში"(1967), ოპერეტა "სიურპრიზების დღე"(1976); 300–ზე მეტი სიმღერა, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 208; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4. - თბ., 1979 . – გვ. 632;  Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 347

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1950-19??)

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1973 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • სიმღერათა საკავშირო კონკურსი
  • სიმღერათა რესპუბლიკური კონკურსი

Share: