| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგული თორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1937–1939წწ. (საკომპოზიციო და საფორტეპიანო განყოფილებებზე), მოსკოვის კონსერვატორიაში 1939–1941წწ. (საკომპოზიციო). 1953 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1973 წლიდან პროფესორი, საკომპოზიციო და ინსტრუმენტული კლასი); ძირითადად მუსიკალურ–თეატრალურ და სიმფონიურ ჟანრებში მუშაობდა; მისი ნაწარმოებებია: ოპერები – "მთების ძახილი" (1947), "ჩრდილოეთის პატარძალი"(1958); ბალეტები – "გორდა" (1949), "მშვიდობისათვის" (1953), "მწირი" (1977, იმავე წელს შეიქმნა ტელეფილმი, "გრან პრი", საბალეტო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ნიუ–იორკი, 1978); ოპერეტები – "ნათელა" (1950), "შურისმაძიებელი"(1952), ორი სიმფონია (1946, 1968), საგუნდო სიმფონია "ქართული ხალხური ჩანამღერები" (1974), უვერტიურა "როკვა"(1944), საფორტეპიანო კონცერტი, "აფრიკული ესკიზები" საესტრადო ორკესტრისათვის (1962), საესტრადო სიმღერები, კინომუსიკა (ფილმები: "ჭირვეული მეზობლები", "დღე უკანასკნელი – დღე პირველი", "პალიასტომი", "შეხვედრა წარსულთან", "კაცია ადამიანი?!"). მისი სახელი მიენიჭა თბილისის ქუჩას. პიანისტ ლექსო თორაძის მამა. ექიმის, მსახიობის ლიანა ასათიანის მეუღლე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4. - თბ., 1979 . – გვ. 693; წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 211; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 208 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

