შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბაკურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რეხა, წალკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს. 1934 წელს მუშაობა დაიწყო ლენინგრადში აკადემიკოს ი. პავლოვისა და ე. ლონდონის ლაბორატორიაში; 1945 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრას; 1966 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე; 1969–1975წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; დაამუშავა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების შესწავლის მეთოდები, შეისწავლა ამ სისტემის ნერვული სარეგულაციო მექანიზმები. შეადგინა (ი. ბერიტაშვილთან ერთად) სახელმძღვანელო "ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის პრაქტიკუმი" (1966). ფიზიოლოგი, ივანე ბერიტაშვილის ნეიროფიზიოლოგიის სკოლის წარმომადგენელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |