შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ბაირამაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1953 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" (1979 წლიდან იყო მთავარი არქიტექტორი). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები მცხეთის ქუჩაზე (თბილისი, 1962), კეკელიძის ქუჩაზე (თბილისი, 1969), ტ. ტაბიძის ქუჩაზე (თბილისი, 1969); კომპლექსი: უნივერმაღი "თბილისი" (1977), ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (1977) და მეტროპოლიტენის სადგურის "თავისუფლების მოედნის" მიწისზედა ვესტიბიული (1967–1975), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინჟინრო ლაბორატორიის კორპუსი (1977), რკინიგზის ვაგზალი (I რიგი, 1988), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (გაგრა, 1980) და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.337 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |