The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბაირამაშვილი

რევაზ ბაირამაშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2012  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" (1979 წლიდან იყო მთავარი არქიტექტორი). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები მცხეთის ქუჩაზე (თბილისი, 1962), კეკელიძის ქუჩაზე (თბილისი, 1969), ტ. ტაბიძის ქუჩაზე (თბილისი, 1969); კომპლექსი: უნივერმაღი "თბილისი" (1977), ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (1977) და მეტროპოლიტენის სადგურის "თავისუფლების მოედნის" მიწისზედა ვესტიბიული (1967–1975), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინჟინრო ლაბორატორიის კორპუსი (1977), რკინიგზის ვაგზალი (I რიგი, 1988),  საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (გაგრა, 1980) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.337

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1959 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: