The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ბაინდურაშვილი

აკაკი ბაინდურაშვილი
Date of birth:10 February, 1924
Date of death:2003  (at 78 years)
Category:Scientist, Educator, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1951 წელს.

1954–1960წწ. იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, 1960–1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1980-2003წწ. ხელმძღვანელობდა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრას. კვლევით მუშაობას ეწეოდა ზოგად, საინჟინრო, შემოქმედების, ასაკობრივ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში, მაგრამ უმთავრესი ადგილი მის მეცნიერულ საქმიანობაში ეკავა ფსიქოლინგვისტიკას, კერძოდ სახელდების პრობლემატიკას, რომლის სხვადასხვა ასპექტებს იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამუშავებდა და რომლის ცნობილ სპეციალისტადაც იყო მიჩნეული. დაამუშავა სახელდების პრობლემა, მისი ზოგადფსიქოლოგიური და საინჟინრო ფსიქოლოგიური ასპექტები, შეიმუშავა მეტყველებითი ნიშნის ფსიქოლოგიური თეორია; მის ნაშრომებს ამჟამადაც მოიხსენიებენ სახელდების პრობლემაზე მომუშავე უცხოელი მეცნიერები. ყველა საკავშირო ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშირო კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშორისო კონგრესების მონაწილე. 1971 წელს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პრემია (სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია/ აკაკი ბაინდურაშვილი . - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 265გვ.). ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), დოქტორი (1969), პროფესორი (1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.337;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.209

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის

Bibliography


Share: