The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან თოხაძე

Date of birth:24 January, 1929
Date of death:2001  (at 71 years)
Category:Medical Doctor, Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. კიევის კონსერვატორია 1956 წელს(ასევე სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში და აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება).

1956–1961წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს მუსიკალურ სკოლებში; 1961–1966წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მუსიკალუირი რედაქტორის მოადგილედ; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; შექმნილი აქვს: სიმფონიური პოემა "კავკასია"(1956, ტ. შევჩენკოს მიხედვით), კონცერტი ხმისა და ორკესტრისათვის(1955), ოთხი სიმფონია(1956, 1961, 1967, 1980), ვოკალურ–სიმფონიური პოემა შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1969), "გურული კაპრიჩიო" სიმფონიური ორკესტრისათვის(1971); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – 6 ქორალური პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1951), 10 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის(1951), მელოდია ფლეიტასა და ფორტეპიანოსათვის(1952), მელოდია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1952); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1950), რომანსები(ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, გ. ტაბიძის ტექსტებზე), 6 რომანსი(1960), 4 რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1980); საგუნდო ნაწარმოებები – შერეული გუნდის ა კაპელასათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 216; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ.358

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1959-1991)

Share: