The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ბაიაძე

დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1993  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მას ეკუთვნის ლიტერატურული-კრიტიკული წერილების კრებული "იდეა და ოსტატობა"(1957). წიგნები "დრო და მწერალი"(1963), "მწერალი და თანამედროვეობა"(1970), "თვალსაწიერი"(1976), "სახეები, ფერები, პრობლემები"(1981), "დროის მხატვრული მატიანე"(1988) და სხვ. ვასილ ბაიაძე საბავშვო ლიტერატურისა და მომავალი თაობის ესთეტიკური აღზრდის პრობლემებს განიხილავდა შემდეგ ნაწარმოებებში: "სიყმაწვილიდან სიჭაბუკემდე"(1974), "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების"(1979) და სხვ. თარგმნიდა რუსული ლიტერატურის ნიმუშებს. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოღვაწეობდა პედაგოგიურ პრესაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. II მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.336

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საბრძოლო ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: