The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან თუმანიშვილი

ქეთევან თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1919
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 2001  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს.

1949–1956წწ. ასწავლიდა თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში მუსიკის თეორიის საგნებს; 1973 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის გამგე; დაწერილი აქვს სიმფონიური პოემა – "აღმზრდელი" (1943), კანტატა "ამირანი" (1955), ორი საფორტეპიანო კონცერტი (1943, 1952), სავიოლინო კონცერტი (1948), კამერულ–ინსტრუმენტული (1946, საფორტეპიანო ტრიო), საფორტეპიანო (ორი სონატა), საგუნდო და სოლო ვოკალური ნაწარმოებები, საბავშვო მუსიკა, მათ შორის "პიონერული კანტატა" (1969, სამხმიანი საბავშვო გუნდისა და ფორტეპიანოსათვის), ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ბალეტი–ზღაპარი "ნაცარქექია"(1967); ნაშრომები კრებულებად მუსიკის თეორიის შესახებ; მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი (1967).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერი" მუსიკალური ენის თავისებურებანი", დაიცვა 1949 წელს ქ. მოსკოვში.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 218; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 360;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.125; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.236

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1943-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, ახალგაზრდა მუსიკოსთა აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: