The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაკურ II

Date of birth:3??
Date of death:3??
Category:Royalty

Biography

ბაკურ II  "მოქცევაი ქართლისაის" მატიანეს ცნობით იყო  ქართლის 28-ე მეფე, მეფე მირიანის ძის რევის შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. "ქართლის ცხოვრებაში" ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით ბაქარ, წარმოდგენილია ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. "ქართლის ცხოვრებაის" მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად ბიზანტიაში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია. ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია კავკასიელთა უმრავლესობა, ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა სომხებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და თრდატ სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას, მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება ჯავახეთში და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ სპარსეთსა და ბიზანტიის მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი ("ხელით-წერილი") დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება "დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად". როგორც "მოქცევაჲ ქართლისაჲ", ისე "ქართლის ცხოვრება" ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338


Share: