Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს. 1954–1957წწ. იყო დუშეთის მუსიკალური სკოლის დირექტორი; ასევე თბილისის მეთორმეტე (1957–1962), მეთერთმეტე (1962–1972) და მეორე (1972 წლიდან) მუსიკალური სკოლების დირექტორი; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ოპერა "სამშობლოსათვის" (1953, ვაჟა–ფშაველას პოემის მიხედვით); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "ელეგია" ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1947), სკერცო ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1949), თემა და ექვსი ვარიაცია კლარნეტისა და ფოპრტეპიანოსათვის (1949), კონცერტი კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის (1950), "ოთხი მინიატურა" სიმებიანი კვინტეტისათვის (1965), ორი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), "ბალადა მერცხალზე" ფორტეპიანოსათვის (1971), "ელეგია" ფორტეპიანოსათვის (1973), ორი პიესა ფორტეპიანოსათვის (1974), "300 არაგველის ხსოვნას" პოემა ფორტეპიანოსათვის (1975); სიმღერები; საგუნდო ნაწარმოებები – "სიმღერა საბჭოთა კავშირის გმირებზე" (1943), "სიმღერა დუშეთზე" (1948), სამი საგუნდო სიმღერა (1954), "საფესტივალო" (1957), "სიმღერა თბილისზე" სამი საგუნდო სიმღერა (1959), "სიმღერა სამშობლოზე" (1975); მუსიკა სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 223; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 374 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |