The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გვიშიანი

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ორბელი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა უმაღლესი პარტიული სასწავლებლის სამრეწველო წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1965 წელს.

1954-1960წწ. იყო ლაჯანურჰესის მშენებლობაზე კომკავშირის კომიტეტის მდივანი, პარტიული კომიტეტის მდივანი; 1965-1970წწ. ენგურჰესის მშენებლობის უფროსის მოადგილე, პარტიული კომიტეტის მდივანი; 1970-1978წწ. ცაგერის რაიკომის პირველი მდივანი; 1978 წლიდან სსრკ მინისტრთა კაბინეტთან არსებული სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს ტერიტორიული ფილიალის უფროსი; 1988 წლიდან ამავე უწყების ამიერკავკასიის სამმართველოს უფროსი; 1992 წლიდან საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1993 წლიდან მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 86

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს მრეწველობის დამსახურებული მუშაკი
  • 1975 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: