The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძე
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს.

1990-1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით; 1994-1999წწ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საკანონმდებლო განზრახულებათა განყოფილების უფროსი,  საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჯარო კანონმდებლობის განყოფილების უფროსი,  საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1999-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. 2015-2018წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დანაშაულის ორგანიზატორი", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 86; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდი: supremecourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი (2010-2012)
  • საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია, თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, გამგეობის წევრი და პედაგოგი სისხლის სამართალში (2004-)
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, წევრი (1999-2006)
  • სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისია, წევრი (2012-)

გააზიარე: