The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი გვახარია

გოგი გვახარია
ოფიციალური სახელი:გიორგი გვახარია
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1957  (63 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმოცოდნეობის ფაკულტეტი 1979 წელს.

1982-1996წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის შტატგარეშე ავტორი; 1983-1987წწ. თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1995 წლიდან რადიო "თვისუფლების" კულტურის მიმიმხილველი; 1997-2005წწ. საავტორო გადაცემა "ფსიქოს" წამყვანი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე"; 2006 წლიდან გადაცემა "წითელი ზონის" წამყვანი, რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროგრამა; 1988-2014წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ჟურნალ ცხელი შოკოლადის დამატება "კინოს" მთავარი რედაქტორი; გადაცემა "წითელი ზონის" წამყვანი, რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროგრამა; მისი პუბლიკაციები აქტიურად იბეჭდება რადიო თავისუფლების ქსელურ გვერდზე და ჟურნალ "ცხელ შოკოლადში"; ყოველწლიურად მიჰყავს რეპორტაჟი კანის კინოფესტივალიდან. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1980-)
  • ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელი საბჭო (2003-2011)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: