შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურთაზ ბაკურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1956 წელს. 1956–1962წწ. ეწეოდა კომკავშირულ საქმიანობას: იყო აბაშის რაიონის კომკავშირის მდივანი, კომორგი; 1962-1965წწ. სწავლობდა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში; 1965–1967წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის მასწავლებელი; 1967–1969წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი; 1974 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად; 1970 წლიდან იყო ფილოსოფიის კათედრის პროფესორი; მისი კვლევის ძირითადი სფეროები იყო: კატეგორიოლოგია, დიალექტიკის თეორია, დიალექტიკის ლოგიკა და თანამედროვე დასავლეთ ფილოსოფიის ანალიზი; ფილოსოფიური დისციპლინათა სისტემაში იგი ცალკე გამოყოფდა კატეგორიოლოგიას, რომელსაც მიიჩნევდა მოძღვრებად კატეგორიული განსაზღვრულობის ბუნების, მისი ისტორიული გენეზისისა და განვითარების კანონზომიერების შესახებ; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათგან აღსანიშნავია: "კატეგოროლოგიის საკითხები", " ჰარტმანის ზოგადი კატეგოროლოგიისათვის", "დიალექტოკური ლოგიკა" და სხვა. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1965), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.339; XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. ტ. 2. ნაკვ. 2 / შემდგ. ე. კოდუა.-თბ.,2002.-გვ.406 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |