The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმა ბათიაშვილი

დიმა ბათიაშვილი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ბათიაშვილი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1940
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 2007  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობდა  საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში; საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: "ფანჯარა"(1965), "გია და ზურა"(1965), "ქერათმიანი ქალიშვილი"(1968), "ბავშვობა" (1970), "მჭედელი"(1971), "სერგო ზაქარიაძე"(1972), "სვანეთი"(1974), "ავლიპი ზურაბიშვილი"(1975), "სიმებიანი კვარტეტი" (1976), "შნო (1977), "არასერიოზული კაცი"(1980), "ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან"(1984), "ცარიელი ბინა"(1987) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.328

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - ერევნის სატელევიზიო ფილმების IX საკავშირო კინოფესტივალი, სამი პრიზი
    "არასერიოზული კაცი"
  • 1976 - ბათუმის ქართული ფილმების რესპუბლიკური კინოფესტივალი, დიდი პრიზი, პრემია და დიპლომი ფილმისთვის "ავლიპი ზურაბიშვილი"

გააზიარე: