The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა ტუსკია

იონა ტუსკია
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1963  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1926 წელს, ლენინგრადის კონსერვატორია 1931 წელს.

1932 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია(1950 წლიდან პროფესორი); 1952–1962წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; მისი მოწაფეები იყვნენ დღეს საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიტორები: რ. გაბიჩვაძე, გრიგოლ კოკელაძე, სულხან ნასიძე, ოთარ გორდელი; არის ქართული საკრავიერი(კამერული) და სიმფონიური მუსიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი; ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასებში ეროვნული პროფესიული მუსიკის პროპაგანდას, ამ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომლის ინიციატორები იყვნენ ახალგაზრდა კომპოზიტორები, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტები: გრიგოლ კილაძე, შალვა თაქთაქიშვილი და მასთან ერთად იონა ტუსკია; თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ორკესტრში, შემდგომ დირიჟორობდნენ; სწორედ ამ ორკესტრისათვის შექმნა ახალგაზრდა კომპოზიტორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები "ჩელა"(1926), "გველისმჭამელი"(1927) და "მარშ-გროტესკი"(1927), ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია; ასევე შექმნილი აქვს: ოპერა "სამშობლო"(1939), სიმფონიური სურათი "ყეენობა"(1930), სავიოლინო კონცერტი(1944), მუსიკა თეატრისა("ლამარა", "არსენა", "ოტელო", "დიდი ხელმწიფე") და კინოსათვის("დარიკო", "ნარინჯის ველი"), რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986 . – გვ. 80; ka.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1935-1937)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: