The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა გვაზავა

ელგუჯა გვაზავა
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1952  (66 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს; დიპლომატიური აკადემია 1998 წელს.

1968-1970წწ. იყო სოხუმის სამედიცინო სასწრაფო დახმარების სანიტარი; 1975 წელს სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმის კომკავშირის განთავისუფლებული მდივანი; 1976 წლიდან გულრიფშის საშუალო სკოლის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1981 წლიდან სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, დეკანის მოადგილე; 1986 წლიდან დოცენტი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება ადამიანისა და ცხოველთა გენეტიკურ აპარატზე", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 84

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-2008)

გააზიარე: