შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი გერასიმოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1962წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1962-1965წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1976წწ. ნახევრადგამტარულ ხელსაწყოთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1976-1982წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "მიონის" (ქარხნით) დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და მთავარი ინჟინერი; 1997-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორის საკითხებში; 1982-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის კათედრის გამგე, ნახევარგამტარული მიკროელექტორინიკის ფიზიკური საფუძვლების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. Gerasimov research Lab, Seattle, თბილისის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი. გამოქვეყნებული აქვს 232 სამეცნიერო სტატია, 2 მონოგრაფია, არის 9 პატენტისა და 1 სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიაციული დეფექტების გამოკვლევა T=77K-ზე ჩქარი ელექტრონებით და გამა-კვანტებით გასხივებულ გერმანიუმში", დაიცვა 1974 წელს(ლენინგრადი). სადოქტორო დისერტაციის თემა - "წერტილოვანი დეფექტების მიგრაციის და ურთიერთქმედების მექანიზმი არამეტალური მასალების რადიაციულ ფიზიკაში", დაიცვა 1989 წელს(მოსკოვი). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 83; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |