The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგა ბათიაშვილი

გიგა ბათიაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბათიაშვილი
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 2021  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1958 წელს.

1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში; 1973-1979წწ. იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტის" თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არის  ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "300 არაგველი"(1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური(1970-19711, თანაავტორები: არქიტექტორი ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი ), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში(ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972), თბილისის ისტორიული უბნების–შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის(1979–1989), ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი(1992). 1983 წელს გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდო "სამკერდე ჯვარი"; 1985 წელს თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრემია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.328

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის არქიტექტურისა და სამშენებლო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, მდივანი (1980-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1987 - სსრკ სახელმწიფო პრემია (შ. ყავლაშვილთან ერთად)
    თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: